შპალერის რულონის სიმაღლე გახლავთ 3.2 მ ხოლო სიგრძე 50მ.
რაც საშუალებას გაძლევთ მოახდინოთ მისი კედელზე გაკვრა ტრადიციული მეთოდით (კედლის ვერტიკალურად), ასევე კედლის ჰორიზონტალურად რითაც თავიდან აიცილებთ გადაბმებს
სპეციალურ პროფილში თავსდება შპალერი
პროფილის პირზე ხდება შპალერის მოჭრა
MSD-ეს ფირმის კომპოზიტური შპალერის კედლებზე გაკვრა შეიძლება როგორც წებოს საშუალებით, ასევე ეგრეთწოდებული „ჩუმი კედლები“ – ის მეთოდით (როდესაც შპალერი არის გადაჭიმული პროფილების მეშვეობით, სადაც კედელსა და გადაჭიმულ შპალერს შორის არის მოთავსებული ხმის იზოლაცია).
რატომ არის შპალერი კომპოზიტური?
შპალერი შედგება რამდენიმე ფენისაგან:
სუბსტრატის ფენა (ქვედა ფენა) ამცირებს კედლის დარღვებებს.
დამცავი ფენა – იცავს ზედაპირს დაბინძურებისგან, ასევე მექანიკური დაზიანებისგან და UV სხივების ზემოქმედებისაგან.
კომპოზიტური შპალერის უპირატესობები
წყალგამძლე
ეკოლოგიური
მექანიკური დაზიანებების მიმართ გამძლე
ჰიპოალერგიული
სასიამოვნო ზედაპირი
ანტისტატიკური
ღებვადი
მდგრადი UV სხივების ზემოქმედების მიმართ
როგორ უნდა დავაკრათ შპალერი-მეთოდი N1
კედლისმომზადება – კედელი უნდა იყოს გლუვი, სუფთა, მშრალი და ერთგვაროვანი. წაუსვით ღრმა შეღწევადობის გრუნტი.
კლიმატიოთახში – ტემპერატურა 18–25°C, ტენიანობა ~40%.
მომზადება – შპალერი წინასწარ ამოაჭერით 2–5 სმ–იანი ზღვარით თითოეულ მხარეს.
კარისადაკედლისმომზადება – წაუსვით კედელზე კედლისთვის განკუთვნილი წებო (ტექსტილის/ვინილის).
შპალერისმიკრობა – დაახვიეთ რულონი, დაიწყეთ კუთხიდან, დააწებეთ კედელზე და ზედმეტი 2–5 სმ დატოვეთ ზემოთ–ქვემოთ.
გასწორება – გამოიყენეთ პლასტმასის შპატელი ან რეზინის გასასწორებელი ჰაერის ბუშტების გასაყვანად.
ზედმეტი ნაწილების მოჭრა – საკანცელარიო დანითა და მეტალის შპატელით მოჭერით ზედმეტი შპალერი კუთხეებში (ზედა, ქვედა, კარ–ფანჯრის ირგვლივ).
ბუშტუკები – თუ დარჩა, ნემსით ან შპრიცით შეავსეთ წებოს წვეთებით და გაასწორეთ.
როგორ უნდა დავაკრათ შპალერი-მეთოდი N2
პერიმეტრისმომზადება – ოთახის გარშემო დაამაგრეთ PVC პროფილის ჩარჩო.
იზოლაციისფენა – სურვილისამებრ გააკარით თბო-იზოლაციის მასალა, ხმაურის დასახშობად და არამარტო.
შპალერისდაჭრა – ამოჭერით თითო კედლისთვის 5–10 სმ–იანი ზღვარით.
ჩამაგრება – გამოიყენეთ მომრგვალებული შპატელი და შპალერი ჩასვათ პროფილის ჭრებში.
ზედმეტისმოჭრა – პროფილის ხაზის მიხედვით მოჭერით ზედმეტი.